გიორგი გორდელაძე (დ. 17 თებერვალი, 1912, თბილისი — გ. 11 თებერვალი, 1990) – გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965). 1940 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1944 წლიდან. იყო ნაყოფიერი გრაფიკოს-ილუსტრატორი, გამომცემლობა „სახელგამის“ (1933-1968) და „ნაკადულის“ (1968-1970) მთავარი მხატვარი. მაღალმხატვრულად გააფორმა წიგნები: „დედაენა“ (1955), „ქართული ოქრომჭედლობა“ (ალბომი), „ვეფხისტყაოსნის დასურათება“ (ორ წიგნად). საერთო აღიარება მოიპოვა მხატვრის მიერ შექმნილმა პლაკატებმა. წლების მანძილზე მუშაობდა ქართულ შრიფტზე. ავტორია ქართული, რუსული და ლათინური შრიფტის ორიგინალური ნიმუშებისა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში.

