კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი მაისურაძე (1817-1885)
მხატვარი, ქართული პორტრეტული ფერწერის რეალისტური მიმდინარეობის ფუძემდებელი.
1835 წელს გაემგზავრა მოსკოვში, სადაც ორი წლის მანძილზე სწავლობდა ხატვას; 1837 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში კარლ ბრიულოვის სახელოსნოში; დაამთავრა პეტერბუგის სამხატვრო აკადემია 1844 წელს. იყო პირველი ქართველი და პირველი კავკასიელი, რომელიც სწავლობდა და დაამთავრა პეტერბუგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემია; სწავლის დამთავრების შემდეგ ცხოვრობდა ქუთაისში; მუშაობდა ქუთაისის გიმნაზიაში.
დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments