გერმანე ფაცაცია (1951-2013) –
პოლიტიკოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს. 1973-1977წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1983წწ. ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-1990წწ. პოლიტოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1991-1996წწ. დირექტორი. წლების მანძილზე ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ, სამეცნიერო და სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას.
დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.

