კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გერონტი ქიქოძე (დ. 4 (16) სექტემბერი, 1886, ბახვი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 1 აგვისტო, 1960, თბილისი) – მწერალი, პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და 1903 წელს გაემგზავრა ევროპაში. სწავლობდა ლაიფციგის, შემდეგ კი ბერნის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც 1915 წელს დაამთავრა. მემარცხენე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობისათვის ქიქოძე რამდენიმეჯერ დააპატიმრეს საქართველოში (1905, 1910). ავტორია კვლევების, სტატიებისა ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და ესთეტიკაზე: ლიტერატურული მოღვაწეობა 1910 წლიდან დაიწყო. 1917 წლის თებერვალის რევოლუციის შემდეგ რედაქტორობდა გაზეთ „საქართველოს“, რომელიც იყო ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ორგანო. 1920-იან წლებში უნივერსიტეტში კითხულობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ წელიწადნახევრის განმავლობაში იყო მიწათმოქმედების კომისრის მოადგილე. 1927-1928 წელს იყო ერთ-ერთი ინიციატორი და მოთავე ლიტერატურული დაჯგუფება „არიფიონისა“ და იყო ალმანახ „არიფონის“ ხელმძღვანელი. 1947 წელს მსოფლიო ომის დროს გერმანიასთან კავშირის, ჯაშუშობისა და სახელმწიფო გადატრიალების მომიზეზებით გერონტი ქიქოძე დაკითხვაზე დაიბარეს კანდიდ ჩარკვიანთან, მაგრამ საბოლოოდ საქმეს მსვლელობა არ მიეცა და არ დაუჭერიათ. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
     
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments