გიორგი (გია) არსენიშვილი (1942-2010) –
პოლიტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პარლამენტის წევრი, 2000–2001 წლებში – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
1966 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1969–1971 წლებში მუშაობდა თსუ გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე. 1971–1977 წლებში იყო თსუ მათემატიკის ფაკულტეტის დოცენტი. 1973–1974 წელს, გერმანიის მკვლევართა საზოგადოების მიწვევით, სამეცნიერო სტაჟირება გაიარა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. 1977–1974 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი. 1981–1997 წლებში გია არსენიშვილმა დააარსა მათემატიკური მეთოდების გამოყენების კათედრა და იყო ამავე კათედრის გამგე. 1995–2000 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულად კახეთის მხარეში, ხოლო 2000–2001 წლებში — საქართველოს სახელმწიფო მინისტრად. 2001–დან 2004 წლამდე წარგზავნილ იქნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, სლოვაკიასა და ჩეხეთში.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

