გიორგი კოსტავა (1948-2011) –
შორეული ნაოსნობის კაპიტანი.
1968 წელს, ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის დამთავრებისთანავე გია კოსტავამ შრომითი საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოში დაიწყო.
მეთაურობდა ტანკერებს-“ЗАХАРИЙ ПАЛИАШВИЛИ”და “КЕРЧЬ”-ი,”АКТАШ”-ი და “САМТРЕДИА”, “КАРЕЛИ” და”МАШТАГИ”,”БУЗОВНЫ”და “НАДЕЖДА КУРЧЕНКО”,”ТБИЛИСИ” და “НОДАР ДУМБАДЗЕ”… რომელ გემზეც არ უნდა ემოღვაწევა წლების მანძილზე გამობრძმედილ ზღვაოსანს იგი ყველგან გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით,საყვარელი საქმისადმი ერთგულებით,პიროვნული წესიერებითა და ღირსების გრძნობით,რის გამოც ყველგან,ყოველთვის და ყველასგან დამსახურებულ პატივისცემას იმსახურებდა. 1995-1998 წლებში იგი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს თვალსაჩინო გემების-“ЕВГЕНИЙ ВАХТАНГОВ”-ისა და “АКАКИ ЦЕРЕТЕЛИ”-ის ეკიპაჟებს მეთაურობდა. 2006-2010 წლებში გამოცდილ კაპიტანს კომპანია-“QUEENSWAY SERVICES LTD”-ში მოუწია რიგითი და უმაღლესი შემადგენლობის მეზღვაურთა გადამზადება-მომზადების პროცესში მონაწილეობა და საკუთარი მდიდარი გამოცდილების გაზიარება.
დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.
ტექსტი და სურათი აღებულია ბატონ პაატა ტაბაღუას გვერდიდან “საქართველო საზღვაო ქვეყანაა”, საფლავის ფოტო გადაღებულია ჩვენს მიერ.

