გია ნადარეიშვილი (1921-1991) – ექიმი, სპორტსმენი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს. 1961 წლიდან ქალაქ თბილისის მთავარი ნევროპათოლოგი. პროფესიით ექიმი-ნევროლოგი; საჭადრაკო კომპოზიტორი (ეტიუდისტი). მრავალი წიგნის ავტორი საჭადრაკო კომპოზიციაში.1938 წლიდან გამოაქვეყნა 400-მდე ეტიუდი, მათგან 75 კონკურსებზე პრიზით აღინიშნა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში.

