კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გია ქარსელაძე (დ. 1963/1964 — გ. 11 აპრილი, 1989, თბილისი)
9 აპრილის ტრაგედიის გმირი.
მუშაობდა თბილისის სატყეო მეურნეობაში.
1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევისთანავე, 11 საათზე იგორ როდიონოვმა კომენდანტის საათი გამოაცხადა. გამოცხადებიდან დაახლოებით 1 საათში კაპიტანმა ლოხინმა სასიკვდილოდ დაჭრა ქალაქისკენ მანქანით მომავალი გიორგი ქარსელაძე, რომელიც მიღებული ტრამვის შედეგად საავადმყოფოში 11 აპრილს გარდაიცვალა.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა.
საფლავის ფოტო გადაიღო და მოგვაწოდა ბატონმა მიშა ჩხიკვაძემ.
     
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments