კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გია სუბელიანი (დ. 18 თებერვალი, 1965, თბილისი — გ. 3 იანვარი, 2023)
პოლიტიკოსი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
1986 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1986-1990 წლებში იყო გაერთიანება „საქგეოლოგის“ ჩრდილო-დასავლეთის გეოლოგიური საძიებო ექსპედიციის გეოლოგი. სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოების ცხუმ-აფხაზეთის განყოფილების გამგეობის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.
დაკრძალულია თბილისში, ვაზისუბნის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა მარიამ სუბელიანმა.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments