კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიგო შარაშიძე (დ.6 იანვარი, 1848, საყვავისტყე ― გ. 9 თებერვალი, 1932, ბახვი) –
პედაგოგი, ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე.
12 წლისა ქუთაისის საბაღოსნო სასწავლებელში მოეწყო, სადაც მხოლოდ 7 თვემდე დაჰყო, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მოახერხა რუსული წერა-კითხვის შესწავლა, შემდეგ სწავლა განაგრძო ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში, რომელიც დედის გარდაცვალების გამო ვერ დაამთავრა. გულმოდგინედ მოკიდა ხელი თვითგანვითარებას, სახალხო მასწავლებლობისათვის მოემზადა და 1869 წლიდან მუშობა დაიწყო სოფელ ძიმითის სკოლაში. ხუთი წლის მერე მასწავლებლად გადავიდა სოფელ ბახვში. ამ პერიოდში აქტიურად ჩაება ხალხოსნურ მოძრაობაში და მისი ინიციატივით ბახვსა და სოფელ ლიხაურში ხალხოსანთა წრეები ჩამოყალიბდა. 1905 წელს მასწავლებლად მუშაობდა ახალციხის სამოქალაქო სასწავლებელთ გახსნილ დამატებით კლასებში, შემდეგ ჭიათურის ქალთა სასწავლებელში. გარდა პედაგოგიური საქმიანობისა პრესაშიც წერდა, უმთავრესად სოფლის მეურნეობის საკითხებზე. მისი ნაშრომები “ვაზის ექვსი საუკეთესო გურული ჯიშია ამპელოგრაფია” და “გურიაში შეგროვებული სალექსიკონო მასალა” თავის დროზე ვრცლად გამოიყენა აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა და ამ ნაშრომთა დიდი ღირსება აღნიშნა.
დაკრძალულია ბახვის ძველი სკოლის (შემდგომში საავადმყოფოს) ეზოში.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ლევან ახალაძემ.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments