კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიგო ზაზიაშვილი (დ. 13 ნოემბერი, 1868, თბილისი — გ. 25 ივნისი, 1952, იქვე)
მხატვარი.
ხელმოკლეობის გამო გიგო ზაზიაშვილი ვერ ღებულობს დაწყებით განათლებას. 14 წლის ასაკში დაობლდა.
1922 წელს თბილისში საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა შეიქმნა. გიგო ზაზიაშვილი განსაკუთრებული ენთუზიზმით ჩაება გალერეის ექსპონატების შეგროვებასა და შეძენის საქმეში. მისი პირადი მონაწილეობით აღმოჩენილია და შეძენილია სპარული მინანქარი, ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატები და მრავალი სხვა. 1941 წლის 16 მარტს დედაქალაქში მხატვრის კლასში გაიმართა გიგო ზაზიაშვილის შემოქმედებითი საღამო, აქვე მოეწყო მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული თავის სახელოსნოში. დაკრძალულია თბილისში, კუკიას სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments