გიორგი ადამია (1904-1986) –
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1959). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1930 წელს. 1934-1941წწ. მუშაობდა უწერისა და ჯავის სანატორიუმების მთავარ ექიმად; მივლინებული იყო დასავლეთ საქართველოში პელაგრის გავრცელებასთან დაკავშირებით, სადაც დაამუშავა და შემდგომში გამოაქვეყნა (1946) ამ დაავადების კლინიკისა და თერაპიის საკითხები; 1961-1978წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი თერაპიის კათედრის გამგე; იკვლევდა საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადებებს.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
