გიორგი ბადრიძე (დ. 23 ივნისი, 1928, თბილისი-1999)
ჟურნალისტი, კინოდრამატურგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980)
1951 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი და მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა (1954). მუშაობდა გაზეთ “ზარია ვოსტოკას” მოსკოვის კორესპონდენტად (1954-1962), საქართველოს კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ რედაქტორად (1962-1964), საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის ორგანიზაციის მდივნად (1964-1971), კონცერნ “ქართული ფილმის” სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის წევრად (1971-იდან). ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954-იდან. მისი მონაწილეობით შეიქმნა სცენარები ქართული მხატვრული ფილმებისათვის, როგორც მსახიობი გადაღებულია ფილმებში: “არ დაიდარდო”, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, “პეტროვკა 38”, “თბილისი და თბილისელები” და სხვა.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
