კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ჩუბინაშვილი (დ. 4 დეკემბერი [ძვ. სტ. 21 ნოემბერი], 1885 — გ. 14 იანვარი, 1973)
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი.
დაიბადა პეტერბურგში 21 ნოემბერს (ძველი სტილით). 1895 წ. მიაბარეს პეტერბურგის გერმანულ „რეფორმატულ სასწავლებელში“, დაამთავრა 1905 წ. 1906 წ. ჩამოვიდა საქართველოში სალაპარაკო ენის შესასწავლად. 1907 წ. შედის ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.
1912 წ. ჰალეში ჩააბარა სადოქტორო ზეპირი გამოცდები. 1914 წ. მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორისა და თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრის წოდება. 1914 წ. გაზაფხულზე საქართველოშია, მოგზაურობს სვანეთში. 1915 წ. პრაქტიკაზეა სომხეთის ძველი დედაქალაქის, ანისის გათხრებზე.
1916 წ. ხელმძღვანელობს ანისის არქეოლოგიურ კამპანიას. 1916 წ. ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ქართულ-სომხურ-სპარსული განყოფილების თავისუფალ მსმენელად. 1917 წ. საბოლოოდ გადმოდის საცხოვრებლად თბილისში. 1918 წ. დეკემბრიდან იწვევენ ქართულ უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის კათედრის გამგედ.
1941 წელსვე არჩეულ იქნა საქართველოს სსრ აკადემიის აკადემიკოსად და სსრკ არქიტექტურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.
1946 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება.
1959 წელს მიენიჭა ლეიპციგის კარლ მარქსის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
1965 წელს, დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით მიენიჭა ლენინის ორდენი.
გარდაიცვალა 1973 წლის 14 იანავარს. დაკრძალულია თბილისის უნივერსიტეტის ეზოში
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments