გიორგი დანელია (დ. 25 აგვისტო, 1930, თბილისი; — გ. 4 აპრილი, 2019, მოსკოვი, რუსეთი) –
კინორეჟისორი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთი პერიოდი არქიტექტორად მუშაობდა. დანელიას ყველაზე პოპულარული ფილმებია „მიმინო“ (1977), „შემოდგომის მარათონი“ (1980), „ქინ-ძა-ძა“.
გარდაიცვალა 2019 წლის 4 აპრილს, 88 წლის ასაკში, მოსკოვში. დაკრძალულია ნოვოდევჩის სასაფლაოზე.
საფლავის ფოტო აღებულია Екатерина Богословская-ს გვერდიდან.

