კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი დავითაშვილი (დ. 15 თებერვალი, 1893, ბათუმი — გ. 4 ივლისი, 1966, თბილისი) –
მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
1913 წელს დაამთავრა ბათუმის გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის ა. პეტროვსკის სასცენო ხელოვნების სკოლაში. 1915-1918 წლებში მუშაობდა ტაგანროგის თეატრში. 1918 წელს დაბრუნდა ბათუმში, ხოლო მომდევნო წელს მოღვაწეობდა თბილისის რუსულ თეატრში. 1920 წლიდან  ქართულ თეატრშია.  რუსთაველის  თეატრის სცენაზე შექმნა 80-მდე როლი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments