კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ერისთავი (დ. 1759 — გ. 3 ნოემბერი, 1863)
ქსნის ერისთავი, ქართლ-კახეთის სამეფოს სარდალი, სენატორი, რუსეთის იმპერიის ინფანტერიის გენერალი; „დიდი კნიაზი“, „ატენის ბატონი“.
1808 წელს სპარსელებთან ომში გამოჩენილი მამაცობისათვის წმინდა ანას მეორე კლასის ორდენი მიიღო, ხოლო 1812 წელს გენერალ მაიორის ჩინში აამაღლეს.
1814 წელს გიორგი ერისთავი დაინიშნა საქართველოში განლაგებული მე-19 დივიზიის პირველი ბრიგადის მეთაურად. მალე ის წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1826 წელს გენერალ-ლეიტენანტის ხარისხი და 21-ე დივიზიის მეთაურობა მიიღო. სპარსელებთან პირველსავე ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენი უბოძეს, ამჯერად ბრილიანტებითა და ალმასებით დამშვენებული.
1831 წლის შემდეგ გიორგი ერისთავი სენატორია. სამხედრო სამსახურისათვის თავის დანებების შემდეგ ის გორის მაზრაში დასახლდა.
1861 წლის 19 თებერვლის გლეხთა გათავისუფლების მანიფესტის გამო აღელვებული თავადაზნაურობა სწორედ გიორგი ერისთავს დაუშოშმინებია, მას გლეხების მხარე დაუჭერია. 1861 წელს როდესაც იმპერატორი ალექსანდრე II ქუთაისს ეწვია, გიორგი ერისთავს წარსული დამსახურებებისათვის საკუთარი ხელით დააბნია წმინდა ანდრიას ორდენი.
1863 წელს 103 წლის ასაკში გარდაიცვალა გიორგი ერისთავი, რომელიც იკორთის ეკლესიაში დასავლეთის სვეტთან დაკრძალეს.

 

 

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments