კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი გედევანიშვილი (1883-1957)
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე.
დაამთავრა პეტერბურგის საარტილერიო აკადემია 1912 წელს.
მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. მონაწილეობდა ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის შექმნაში. არის სამეცნიერო ნაშრომების და სახელმძღვანელოს ავტორი. მისი შრომები ეხება ლითონის ჭრის თეორიასა და ტექნოლოგიას, მათი წნევით დამუშავებისა და შედუღების პროცესთა საკითხებს.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments