გიორგი გოგიჩაიშვილი (დ. 28 აპრილი, 1968, თბილისი — გ. 4 ივლისი, 2019, სტამბოლი, თურქეთი)
მსახიობი, შოუმენი და ტელეწამყვანი.
დაიბადა 1968 წლის 28 აპრილს თბილისში, საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო სივრცეში, უმეტესწილად შემეცნებით-გასართობ პროექტებში მოღვაწეობით. რეგულარულად იყო ჩართული საბავშვო-საყმაწვილო სტუდია ბასტი-ბუბუს პროექტებში, როგორც სატელევიზიო სახე, ასევე როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი.
გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა სიმსივნესთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

