კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი გუნია (1938-2001) –
საქართველოს სახალხო მხატვარი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1966 წელს. 1970-1982წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1980-1992წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში მთავარ მხატვრად; 1987-1996წწ. მხატვართა კავშირის გამგეობის პირველ მდივნად; 1990 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში; 1992 წელს ამავე უნივერსიტეტში დაარსა თეატრალურ–დეკორაციული ფაკულტეტი; ეწეოდა აქტიურ საზოგადო მოღვაწეობას; აქვეყნებდა ქართული სცენოგრაფიის სკოლისადმი მიძღვნილ სტატიებს, აფორმებდა გამოფენებს და სადღესასწაულო კონცერტებს; 1964 წლიდან გააფორმა 70–ზე მეტი სპექტაკლი საქართველოსა და საზღვარგარეთის თეატრებში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments