გიორგი ინასარიძე (1920-1984)
საბჭოთა კავშირის გმირი.
ბელორუსიის 3-ე ფრონტის 3-ე საჰაერო არმიის 335-ე მოიერიშე ავიადივიზიის 683-ე მოიერიშე ავიაპოლკის ესკადრილიის მეთაურის მოადგილე, უფროსი ლეიტენანტი (თადარიგში გავიდა პოლკოვნიკის წოდებით). 1945 წლის მარტისათვის შეასრულა 139 საბრძოლო გაფრენა, პირადად და ჯგუფის შემადგენლობაში დააზიანა და გაანადგურა: 30 ტანკი, 10 ჯავშანტრანსპორტიორი, 108 სატვირთო ავტომანქანა, 15 ორთქლმავალი, 105 ვაგონი, დაახლოებით 30 საველე და 13 საზენიტო არტილერიის ბატარეა. გმირის წოდება მიენიჭა 18.08.1945 წ (მედალი № 7973). გარდაიცვალა 1984 წელს.
დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.
