კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ჯიბლაძე (დ. 27 აპრილი, 1913, ქუთაისი — გ. 23 სექტემბერი, 1989, თბილისი)
ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურის კრიტიკოსი და ესთეტიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), სსრ კავშირის პედაგოგიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-დამფუძნებელი, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
დაიბადა 1913 წლის 27 აპრილს ქალაქ ქუთაისში. მამა – ნიკოლოზი იყო ქართული ავიაციის ერთ-ერთი ვეტერანი, დედა – ივლიტა კიკალეიშვილი, პროფესიით ექთანი 1919 წელს გარდაიცვალა და გიორგი და უმცროსი და. გუგული დაობლდა.
1930 წელს დაამთავრა ქუთაისის პირველი ათწლედი. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის პედაგოგიკურ ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს კრიტიკული ეტიუდების სერია. 1932 წლიდან მუშაობდა „ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქციაში, რომელსაც იმ პერიოდში კანდიდ ჩარკვიანი რედაქტორობდა.
საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987). გარდაიცვალა 1989 წელს ქალაქ თბილისში.
დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments