კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი კალანდაძე (1911-1979) –
ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
1927 წელს, შვიდწლედის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, ხოლო 1933 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1938 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1942-1949 წლებში იყო რეპრესირებული საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ჯგუფში თანამშრომლობისათვის, იგი გადასახლებული იყო შუა აზიაში, შემდეგ, გარკვეული დროით, აკრძალული ჰქონდა დედაქალაქში ცხოვრება. 1955 და 1957 წლებში გამოსცა ლექსების კრებულები. 1957 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments