კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ლომთათიძე (დ. 26 ნოემბერი, 1914, დაბა ცხინვალი — გ. 23 ოქტომბერი, 1971, თბილისი)
არქეოლოგი.
1936 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი და ჩაირიცხა ასპირანტურაში არქეოლოგიის განხრით. იყო ქართული ლიტერატურისა და კულტურის ბრწყინვალე მცოდნე, მეცნიერებაში ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიასა და ნიკოლოზ ბერძენიშვილის ტრადიციების გამგრძელებელი, 75 ნაშრომის ავტორი. 1965 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში განაგებდა მის მიერვე დაარსებულ შუა საუკუნეების არქეოლოგიის განყოფილებას. იგი უშუალოდ მონაწილეობდა ციხე ქალაქ უჯარმის, ნადარბაზევის, ძველი თბილისის „განჯის კარის“, ურბნისის, ვარციხის, კვეტერის, ხვამლის და სხვა ექსპედიციებში. დიდი ამაგი დასდო საქართველოს უძველესი დედაქალაქის მცხეთის ისტორიული წარსულის შესწავლას. მნიშვნელოვანი აღმჩენები ჰქონდა არმაზისხევში, ბაგინეთსა და სამთავროში. წლების მანძილზე მცხეთის მიდამოებში წარმოებულ გათხრებს ხელმძღვანელობდა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მეუღლე – ნინო ღოღობერიძე (1918-2003).
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments