კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი მდივანი (დ. 13 სექტემბერი, 1905, სოფ. სასახლე (ქვედა საზანო), ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 10 ოქტომბერი, 1981, თბილისი) — დრამატურგი და სცენარისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, შევიდა თბილისის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც სწავლობდა 1924–1926 წლებში. მისი ლიტერატურული ნათლობა მოხდა 1922 წელს. სულ მალე აირჩიეს დასავლეთ საქართველოს პროლეტარულ მწერალთა კავშირის პასუხისმგებელ მდივნად. პირველი აღიარება ახალგაზრდა დრამატურგს მოუტანა პიესა „ალკაზარმა“, რომელიც რუსთაველის თეატრში დაიდგა 1936 წელს. 30-იანი წლებიდან მოყოლებული მისი პიესები სისტემატურად იდგმებოდა არა მარტო ქართულ სცენაზე, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში. კინოში გამოჩნდა 1925 წელს. უკვე 1927 წელს დაწერა კინოსცენარი „ახალგაზრდობა იმარჯვებს“. ამას მოჰყვა მისი სცენარით გადაღებული ფილმები: „ფრთოსანი მღებავი“, „დაკარგული სამოთხე“, „ჩვენი ეზო“, „ხევსურული ბალადა“, „საბუდარელი ჭაბუკი“ და სხვა. სულ საქართველოში გიორგი მდივნის სცენარით დაიდგა 21 ფილმი. გიორგი მდივნის სცენარები დიდი პოპულარობით სარგებლობდა უცხოეთშიც.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

     

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments