კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ნადირაძე (დ. 15 აპრილი, 1902, ქვემო მაჩხაანი, ახლანდელი სიღნაღის რაიონი — გ. 4 აპრილი, 1960, თბილისი)
ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი.
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ ფილოსოფიის, შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობიდანვე ამხანაგებში გამოირჩეოდა ნიჭიერებით, შრომისმოყვარეობით და სიბეჯითით. კარგად იცნობდა დასავლეთ ევროპულ ლიტერატურას, გერმანულ კლასიკურ ფილოსოფიას, მუსიკას და თეატრალურ ხელოვნებას. ამიტომ მისმა წერილებმა თავიდანვე მიიქცია ჩვენი საზოგადოების ყურადღება. 1937 წელს გამოქვეყნდა გ. ნადირაძის პირველი მონოგრაფია ნიკო სულხანიშვილზე.
გიორგი ნადირაძემ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა რუსთაველის შემოქმედების კვლევის საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავიამისი ნაშრომი „რუსთაველის ესთეტიკა“, რისთვისაც ავტორს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
მეცნიერი სიკვდილამდე სათავეში ედგა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის დასავლეტ ევროპის ლიტერატურისა და ისტორიის კათედრას.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments