კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი პაპაშვილი (დ. 23 აგვისტო, 1898, კობიაანთკარი — გ. 29 მარტი, 1978, კემბრია, კალიფორნია) –
მწერალი და მოქანდაკე. 1921 წელს, გიორგი პაპაშვილი ჯარში მსახურობდა და მენშევიკებთან ერთად კონსტანტინოპოლში აღმოჩნდა. ორი წლის მანძილზე კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა. თხუთმეტწლიანი ხეტიალის შემდეგ, გიორგი პაპაშვილმა ცოლად ამერიკელი მწერალი ქალი ჰელენ უაიტი შეირთო. წყვილმა პენსილვანიის შტატში პატარა ფერმა იყიდა და გიორგიმ ხვნა-თესვას მიჰყო ხელი. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად მის წიგნს „Anything Can Happen“ (გამოქვეყნდა 1945 წელს, ხოლო ქართულად თბილისში, 1965 წელს), რომელიც იქცა ბესტსელერად და რომლის 1,5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა მთელ მსოფლიოში. იგივე ნაწარმოები ჰოლივუდის მიერ კინოდ ქცეული გახდა 1952 წელს, ჯუზი ფერერისა და კიმ ჰანტერის მონაწილეობით. პაპაშვილი მოხვედრილია აშშ-ში მე-20 საუკუნის ამერიკული მწერლობისა და ხელოვნების ანთოლოგიებში. 1961 წელს გიორგი პაპაშვილი მეუღლესთან ერთად ეწვია საქართველოს, მოინახულა მშობლიური სოფელი, ახლობლები, შეხვდა ქართველ მწერლებს.
დაკრძალულია პენსილვანიაში, თავისი მამულის – ერთობის მფლობელობაში არსებულ ტყეში.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ჟურნალისტმა მანუჩარ კაჭახიძემ, რსთვისაც ვუხდით მადლობას.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments