კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ქავთარაძე (1945-2024) – არქეოლოგი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1967 წელს. ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიის კათედრის ასპირანტურა 1971 წელს. 1971-1972წწ. გაიარა წინა აზიის არქეოლოგიის სპეციალური კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიის კათედრაზე; 1974 წელს იმყოფებოდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არქეოლოგიურ ექსპედიციებში საველე არქეოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად; 1973-1981წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1982-1985წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უმცროსი, ხოლო 1986-1991წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1994წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ასიროლოგიის კათედრა, ლექტორი; 1992-2006წწ. პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი; 1992-1998წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; 1997-2003წწ. პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის წევრი და წარმომადგენელი გერმანიაში; 2007-2008წწ. არქეოლოგიის ინსტიტუტის პრეისტორიული არქეოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments