გიორგი საღარაძე (დ. 25 ოქტომბერი, 1906, ქუთაისი — გ. 12 აპრილი, 1980, თბილისი) –
თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრ კავშირის პრემიის ლაურეატი.
1925 წელს იგი უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და პარალელურად აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში მეცადინეობს. იმავე ხანებში ჩაირიცხა შ. რუსთაველის თეატრის დასში და მის სცენაზე გაიარა თავისი შემოქმედებითი ცხოვრების ნახევარ საუკუნეზე მეტი. გიორგი საღარაძის მოღვაწეობის პირველი ათი წელი დაკავშირებულია ა. ახმეტელის სახელთან. თვალსაჩინო წვლილი შეიტანა გ. სარარაძემ ქართული საესტრადო ხელოვნებაშიც. თავის პარტნიორთან, მსახიობ სტეფანე ჯაფარიძესთან ერთად იგი იყო ქართული ესტრადის მშვენება.
გ. საღარაძემ კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაშიც, მონაწილეობდა სატელევიზიო დადგმებში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
