კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი შაინიძე (1982-2008) – კაპრალი, რუსეთ-საქართველოს ომის გმირი. დჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისთვის” (გარდაცვალების შემდეგ). სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2000 წელს გაიწვიეს, კარანტინის გავლის შემდეგ წელიწადნახევარი ახლადჩამოყალიბებულ სასაზღვრო ჯარში იმსახურა. 2003 წელს კონტრაქტი გააფორმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან, “კომანდოს” ბატალიონში ჩაირიცხა. 2004-2005 წლებში მისი ბატალიონი გერმანიაში გადიოდა მომზადების კურსებს. 6 თვე სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყში, ერაყიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი შაინიძე აჭარაში, ადილიის ბატალიონში გადაიყვანეს. ოცნებობდა სამხედრო კარიერის გაგრძელებაზე, უნდოდა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მიეღო მონაწილეობა, კონტრაქტს ვადა ეწურებოდა და ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა. დაიღუპა სოფელ ნიქოზთან სნაიპერის ტყვიით. დაკრძალულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში. საფლავისფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ნინო მამულაძემ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments