კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი შენგელაია (დ. 11 მაისი, 1937, მოსკოვი — გ. 17 თებერვალი, 2020, თბილისი) –
მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2015).
დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. პირველი ფილმი „ალავერდობა“ (1963) გადაიღო გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით. 1969 წელს გადაიღო ფილმი „ფიროსმანი“ მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ. მას ეკუთვნის ვესტერნი „მაცი ხვიტია“ (1966), მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ და სათავგადასავლო ფილმი „ხარება და გოგია“.
დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments