გიორგი შხვაცაბაია (1904-1993) – მეცნიერი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში, სპორტსმენი. საქართველოს მეცნიერთა აკადემიის წევრ-კორ. ტექნიკური მეცნიერების დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების და ტექნოლოგიების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი (1930).მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1952–1993 წლებში იყო მოსავლის ასაღები მანქანების კათედრის გამგე. მისი შრომები ეხება სასოფლო-სამეურნეო მანქანათ გამოცდასა და მათი გამოსაცდელი ხელსაწყოების შექმნას. 1928 წელს გახდა პირველი საკავშირო სპარტაკიადის ჩემპიონი, 1929 წელს დაამყარა საკავშირო რეკორდი სიმაღლეზე ხტომაში (183 სმ) და გახდა პირველი ქართველი რეკორდსმენი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. დაკრძალულია საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.

