გიორგი თვალაძე (1908-1984) – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მისი ძალისხმევით მაღაროსკარში გაიხსნა პირველი საავადმყოფო. 1934–40 მუშაობდა ლენინგრადის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში. 1941–44 იყო ამიერკავკასიის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი ექიმი, 1947-იდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწ. ფიზკულტურის ინ-ტის ნორმალური ანატ. კათედრას. 1938 მიწვეული იყო ექიმად ყინულმჭრელზე „იოსიფ სტალინი” (იყო გაზ. „კომუნისტის” საკუთარი კორესპონდენტიც). პირველმა გამოაქვეყნა ქართ. ენაზე ადამიანის ანატ. ატლასი, რ-იც 1959 გამოიცა. საფუძველი ჩაუყარა ადამიანის ანატ. პროგრამირებულ სწავლებას.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოს ყოფილ პანთეონში.
