კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ჭალადიდელი (ნამდვილი გვარი ქოჩაქიძე; 1847, ფერსათი — გ. 13 აპრილი  1898, მინსკი)
პოეტი.
დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1869 წელს. გიმნაზიის დასრულების შემდეგ პეტერბურგის ჯერ კონსტანტინეს, შემდეგ კი მიხეილის სახელობის საარტილერიო სასწავლებელში იუნკერის ჩინით ჩაირიცხა და თავისი სამხედრო კარიერა პოლკოვნიკისა და არტილერიის ბრიგადის დავიზიონის ხელმძღვანელის წოდებით დაასრულა. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში; 1870 წლიდან იყო რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში და რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში მსახურობდა. მისი ლექსები 1868 წლიდან იბეჭდებოდა “დროებაში”, “მოამბეში”, “ივერიაში” და სხვ. პირველი კრებული გამოიცა 1913 წელს. იგი “სამოციანელთა” მიმდევარი იყო.
1869 წლის შემოდგომაზე გიორგი ჭალადიდელი პეტერბურგს გაემგზავრა, ხოლო ერთი წლის შემდეგ რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში შევიდა. მან 1873 წელს, დაამთავრა პეტერბურგის მიხაილის სახელობის არტილერიის სასწავლებელში და პირველი ოფიცრის ჩინით მივლინებულ იქნა კავკასიის გრენადერთა არტილერიის ბრიგადაში.
1877–78 წწ. იგი მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში, რომლის დროსაც თავი გამოიჩინა და მაღალი ჯილდო მიიღო. 1879 წელს იგი კვლავ რუსეთში გადაიყვანეს. აქ შიდა რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში გაატარა მან თავისი სიცოცხლის უკანასკნელი ორი ათეული წელი. მისი კარიერა პოლკოვნიკის ჩინითა და საარტილერიო დივიზიის მეთაურობით დამთავრდა.
1884 წლის 1 ოქტომბერს გ. ჭალადიდელმა ჯვარი დაიწერა პეტერბურგელი ნაფიცი ვექილის სტეფანე ეზერსკის ასულ ანაზე. ამ ქორწინებიდან მას შეეძინა ვაჟი, ბორისი. პოეტის ეს უკვე ღრმა და ნამდვილი სიყვარული ოჯახური ბედნიერებით არ დაგვირგვინებულა. სიმამრთან უთანხმოების გამო, რომელიც თანდათან შეურიგებელ განხეთქილებად იქცა, გიორგი იძულებული აღმოჩნდა დაშორებოდა ძვირფას ადამიანს.
ჭალადიდელის ძმის ანტონ ქოჩაქიძის სიტყვით, „ცოლ-შვილის დაშორებამ საშინელი ცუდი გავლენა იქონია გიორგის ხასიათზე. მოვიდენ მასთან ცოლ-შვილი და ბედნიერება მოუტანეს, წავიდნენ და ბედნიერება მისი თან წაიღეს. მუდამ მხიარული გიორგი ამის შემდეგ მოეშვა, შეიქმნა მუდამ მოღვრემილი, მდუმარე. მამისა რცხვენოდა და განქორწინების შემდეგ მთელი ათი წელიწადი სახლს არ მიკარებია“.
გიორგი ჭალადიდელი 1898 წლის 13 (ძვ. სტ. 1) აპრილს, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა მინსკში. დაკრძალულია სენაკში.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments