გიორგი წერეთელი (1842, გორისა, საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 24 იანვარი, 1900, თბილისი)
ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1860) სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მეთემატიკის ფაკულტეტზე. სტუდენტთა არეულობაში მონაწილეობისათვის 1861 წელს რამდენიმე თვით დააპატიმრეს, ჯერ პეტრე-პავლეს ციხეში, შემდეგ კი კრონშტადტის საპყრობილეში. მას მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დართეს სწავლის გაგრძელების ნებართვა.
60-იან წლებში გამოდის საზოგადოებრივ ასპარეზზე და გახდა “თერგდალეულთა” ერთ-რთი ფუძემდებელი. იყო პედაგოგი, პოეტი, დრამატურგი, თეატრალური კრიტიკოსი, ესტეტიკოსი, ფილოლოგი და სხვა. 1893 წელს საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო ლიტერატურულ გაზეთ “კვალს”.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

