კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ხარატიშვილი (1904-1981) –
გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1930 წელს. 1936-1941 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ინსტიტუტის, 1943-1950 წლებში კი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1937-1938 წლებში 1937-1941 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტერში; 1943 წლიდან მუშაობდა ვ. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1947 წლიდან იყო გეოლოგიის და პალეონტოლოგიის კათედრის გამგე); მისი შრომები ეხება საქართველოს ნეოგენური ნალექების პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის საკითხებს.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ნოდარ ხარატიშვილი (1937- 2021) –  1990-1992წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში. პროფესორი. 1992-1998 წლებში მას ეკავა საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments