კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ხორგუაშვილი (1929-2011)
მწერალი, კულტურის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენოსანი.
1953-1955წწ. მუშაობდა კასპის რაიონის კოდისწყაროს რვაწლიან სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1956-1958წწ. იყო კასპის რაიონული გაზეთის პასუხისმგებელი მდივანი, 1958 წლის ოქტომბრიდან გადაყვანილ იქნა საქართველოს კომპარტიის კასპის რაიკომში ინსტრუქტორად, სადაც მუშაობდა 1961 წლის ივნისამდე. შემდგომ მუშაობა განაგრძო კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორად. სტუდენტობისას ჩაბმული იყო სამეცნიერო და ლიტერატურულ შემოქმედებით წრეებში, დაამუშავა რამოდენიმე სამეცნიერო შრომა. სისტემატიურად იბეჭდება რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში.
დაკრძალულია კასპში. საფლავის ფოტოები მოგვაწოდეს ხატი ხორგუაშვილმა და მაია პაპაშვილმა.
    
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments