კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გივი აზმაიფარაშვილი (1930-2003) –
დირიჟორი, მუსიკოსი, საქართველოს სახალხო არტისტი
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი 1955 წელს და პეტერბურგის სახელმწიფო კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტი 1960 წელს.
1965-1967წწ. საქართველოს კამერული ორკესტრის დამაარსებელი და პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი; 1960-1974წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირიჟორი; 1974-1982წწ. მთვარი დირიჟორი; 1982 წლიდან საქტელერადიოს სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის პროფესორი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments