კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გივი ბერიკაშვილი (დ. 15 მაისი, 1933, კოლაგი, გურჯაანის რაიონი — გ. 10 აპრილი, 2017, თბილისი) –
თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).
1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში. გადაღებულია 45 მხატვრულ ფილმში, ნათამაშები აქვს ათეულობით როლი თეატრში. 2008 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.
გარდაიცვალა 2017 წლის 10 აპრილს, 83 წლის ასაკში. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე მდებარე ამაღლების ეკლესიის ეზოში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments