კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გივი ციცქიშვილი (1933-2000)

პოეტი, მთარგმნელი.

დაიბადა თბილისში 1933 წლის 8 ივნისს, გამორჩეული ნიჭის და გარეგნობის ბიჭი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტზე. შემდეგ მუშაობა დაიწყო გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოში“. წერდა და თარგმნიდა მხატვრულ ლიტერატურას, პროზას, პოეზიას. ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს ჩეხოვი, ბუნინი,დოსტოევსკი, მელვილი – უცხოური და რუსული ლიტერატურის კიდევ სხვა ბევრი ნაწარმოები. იყო ბრწყინვალე რედაქტორი. მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგე. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა გამომცემლობაში. უყვარდა ქართული სიტყვა და თავისი საქმე. ბოლომდე იხარჯებოდა. ბევრი ავტორი გამოიყვანა სამწერლო ასპარეზზე. ასწავლა სწორი ქართული. უბრალო ადამიანი იყო, დიდბუნებოვანი…

გარდაიცვალა 2000 წლის 29 ივნისს. დაკრძალულია თბილისში, კუკიას სასაფლაოზე.

საფლავის ფოტო მოგვაწოდა შვილმა – ქალბატონმა მანანა ციცქიშვილმა.

 

 

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments