გივი დარბაისელი (1931-2000) –
მოკრივე, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.
საქართველოს თორმეტგზის ჩემპიონი კრივში, სსრკ ორგზის ჩემპიონი. სსრკ თასის მფლობელი. ბუდაპეშტისა და ჰელსინკის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. სპორტული კარიერის განმავლობაში ჩაატარა 240 ბრძოლა, საიდანაც მოიგო 222. კარიერის დასრულების შემდეგ დაიწყო სამწვრთნელო მოღვაწეობა. 1964-1971 წწ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

