გივი გაბლიანი (დ. 19 დეკემბერი, 1915, მულახი, მესტიის მუნიციპალიტეტი, — გ. 27 აპრილი, 2001, ნორზ-ადამსი, მასაჩუსეტსი, აშშ) — სამხედრო მოღვაწე, ექიმი, მემუარისტი. დაიბადა სვანი საზოგადო მოღვაწის ეგნატე გაბლიანის ოჯახში. სწავლობდა მედიცინას თბილისში, შემდეგ მიუნხენში. მეორე მსოფლიო ომის იბრძოდა ვერმახტის ქართულ ლეგიონში. მიიღო გერმანიის არმიის ობერლეიტენანტის წოდება და 1943 წ. დაინიშნა აბვერის ქართული ბატალიონის „ტამარა-II“-ის მეთაურად. მისი მეცადინეობით სიცოცხლე შეუნარჩუნდა არაერთ საბჭოთა ქართველ ჯარისკაცს, რომლებიც შემდეგ ვერმახტის ქართულ ქვედანაყოფებში წევრიანდებოდნენ. ომის შემდეგ გადასახლდა ამერიკის შეერთებული შტატებში, დასახლდა ნიუ-ჯერსიში, სადაც 1987 წლამდე ექიმად მუშაობდა. დაკრძალულია ნორთ–ადამსშიი, მასაჩუსეტსი, აშშ.

