კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გივი გაჩეჩილაძე (დ. 5 აგვისტო, 1914, თბილისი — გ. 9 თებერვალი, 1974) — მთარგმნელი, პოეტი და ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. გ. გაჩეჩილაძემ ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, 22 წლისამ,  წარადგინა ინგლისურად დაწერილი სადიპლომო შრომა ჯორჯ ბაირონის შემოქმედებაზე. ამ შრომის ქართული ვარიანტი 1938 წელს უნივერსიტეტმა დასტამბა. მთარგმნელობითი მოღვაწეობა გ. გაჩეჩილაძემ სტუდენტობისას დაიწყო და გაამდიდრა ქართული ლიტერატურა შექსპირის, ბაირონის, შელის, ბერნსის, კიტსის, კიპლინგის, თომას მურის, ლონგფელოს, გოეთეს, ჰიუგოს, პუშკინის, ტიუტჩევის, შევჩენკოს, ბლოკის, ბრიუსოვის, ბაჟანისა და სხვათა შესანიშნავი თარგმანებით. მისი რედაქტორობით გამოიცა შექსპირის თხზულებათა ექვსტომეული ქართულ ენაზე. 1962 წლიდან სათავეში ედგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის კათედრას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments