გივი ინწკირველი (1926-2004)
იურისტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1948 წელს. 1952-1966წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; 1995-1995წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის გამგე; 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი. მისი ავტორობით გამოქვეყნებულია სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, ბროშურები, კანონმდებლობის კომენტარები, სტატიები ჟურნალებში ქართულ, რუსულ ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ ენებზე.
დაკრძალულია ვერი სასაფლაოზე.

