კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გივი კარტოზია (1919-1998)
მოჭიდავე (ბერძნულ–რომაული ჭიდაობა). ოლიმპიური ჩემპიონი (1956, მელბურნი).
პირველი ქართველი სპორტცმენი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1953, ნეაპოლი, 1955 კარლსრუე, 1958, ბუდაპეშტი), მსოფლიოს თასის მფლობელი (1956), სტუდენტთა IX (1951, ბერლინი) და X (1951,ბუქარესტი) მსოფლიო თამაშების გამარჯვებული, სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1952,1953, 1954, 1955). მსოფლიო თასის მფლობელი (1956, სტამბოლი). გამოირჩეოდა მაღალი ტექნიკით, ფიზიკური ძალით, სწრაფი, შემტევი სტილით.
2001 წელს გივი კარტოზიას სახელი მიენიჭა თბილისის სპორტის სასახლეს.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
           
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments