გივი თოიძე (დ. 18 დეკემბერი, 1932, თბილისი — გ. 10 თებერვალი, 2022) – მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართველოს სახალხო მხატვარი. თბილისის საპატიო მოქალაქე. საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიაში. 1995 წლიდან არის პროფესორი. დაკრძალულია მახათას მთის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

