გივი ხუციშვილი (1921-1979)
ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1942 წელს.
1958 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 1956 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მყარ სხეულებში მაგნიტურ-რეზონანსული მოვლენების თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი კლასიკური გამოკვლევები ეხება ბირთვული მაგნიტური რეზონანსისა და მყარ სხეულებში ბირთვული სპინების დიფუზიის, პოლარიზაციისა და რელაქსაციის თეორიებს. შექმნა კონდენსირებულ გარემოთა რადიოსპექტროსკოპიის თბილისის სკოლა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი იყო საბჭოთა კავშირში.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

