გივი ყვარელაშვილი (დ. 5 სექტემბერი, 1945, თბილისი — გ. ივლისი, 2011) –
იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1998), პოლიციის გენერალ-მაიორი (1994), საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის შსს უმაღლესი აკადემია. მრავალგზის პრიზიორი; პროფკავშირების საკავშირო სპარტაკიადის სამგზის ჩემპიონი; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის პრიზიორი; მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული; საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი (მწვრთნელი – გ. როსტიაშვილი); 1988-1991წწ. იყო საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარე; 1994-2000წწ. საქართველოს შსს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე; მიღებული აქვს მედალი საბრძოლო დამსახურებოსთვის.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
