კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გივი ძნელაძე (დ. 23 აგვისტო, 1927, ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ბურნათი; გ. 16 ოქტომბერი, 2002) –
პოეტი.
დაამთავრა ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს. მუშაობდა გაზეთ „სამგორისა“ და ჟურნალ „პიონერის“ რედაქციებში. 1967 წლიდან იყო ჟურნალ „ცისკარის“, ხოლო შემდეგ ალმანახ „საუნჯის“ თანამშრომელი. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა გაზეთში „ახალგაზრდა კომუნისტი“. იგი ავტორია კრებულებისა: „ლექსები“, „ადამიანს უყვარს ადამიანი“, „სიყვარულის წიგნი“ და სხვა.
გარდაიცვალა 2012 წლის 16 ოქტომბერს, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments