გაიოზ (გიზო) ჟორდანია (დ. 25 სექტემბერი, 1934, ლანჩხუთი — გ. 19 ნოემბერი, 2016, თბილისი)
თეატრის რეჟისორი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1983), რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი (1999).
1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
1957–1958 წლებში იყო თეატრალური ინსტიტუტის პრეპარატორი; 1958–1961 წლებში მასწავლებელი; 1961 წლიდან უფროსი მასწავლებელი; 1961–1965 წლებში ბათუმის, 1965–1970 და 1979–1986 რუსთაველის თეატრების დამდგმელი რეჟისორი; 1970–1979 თბილისის ოპერისა და ბალეტის, 1979–1986 გრიბოედოვის თეატრების მთავარი რეჟისორი; 1991–1999 თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი; 1993 წლიდან ბათუმის ოპერის მთავარი რეჟისორი; 1995 წლიდან მსახიობის ოსტატობის კათედრის გამგე; 1998 წლიდან რეჟისურის კათედრის გამგე.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
